მასაჩუსეტსის შტატის მცხოვრებმა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე გაყინული ატლანტის ოკეანე გადაიღო
მასაჩუსეტსის შტატის მცხოვრებმა რაიან ქენდიმ აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე გაყინული ატლანტის ოკეანე გადაიღო.
მისი თქმით, ვიდეოკადრების გადაღების მომენტისთვის ჰაერის ტემპერატურა მინუს 20 გრადუსს ცელსიუსით შეადგენდა. იმ დროს, როდესაც ზამთრის ამ პერიოდისთვის ჰაერის ტემპერატურა მინუს 8 გრადუსზე დაბლა არასდროს ჩამოდის.
რაიან ქენდი ასევე ავრცელებს უპილოტო, რადიომართვადი აპარატით გადაღებულ კადრებსაც. მისი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში მალევე პოპულარული გახდა.
დღის განმავლობაში ის უკვე 300 ათასამდე მომხმარებელმა იხილა. ზოგიერთმა მათგანმა სახალისო კომენტარებიც დაურთო – “ტრამპი თანამდებობას მხოლოდ ერთი წელია იკავებს და უკვე გლობალური დათბობის პრობლემის მოგვარება შეძლო”.