მართვის მოწმობაზე ქულები შარშან 123 მძღოლს ამოეწურა
მართვის მოწმობაზე ქულები შარშან 123 მძღოლს ამოეწურა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მართვის მოწმობაზე 100-ვე ქულა შარშან 123 მძღოლს ამოეწურა.

სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის პირველ კვარტალში ასივე ქულა მხოლოდ სამმა მძღოლმა დაკარგა, მეორე კვარტალში – ცხრა მძღოლმა. მესამე და მეოთხე კვარტალში 100 ქულა შესაბამისად 48 და 63 პირს ამოეწურა.

შსს-ს ინფორმაციით, შარშან მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები 411 000-ზე მეტ პირს დააკლდა. ყველაზე მეტი დარღვევა და ქულის დაკლება მესამე კვარტალში დაფიქსირდა.