მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა ერთ-ერთი მანქანის მძღოლი და მისი მგზავრი. ადგილზე მობილიზებული იყო შსს-ს მარტვილის პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.