მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მხარდასაჭერი პარაკლისი აღავლინეს
მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მხარდასაჭერი პარაკლისი აღავლინეს

მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მხარდასაჭერი პარაკლისი აღავლინეს. პარაკლისს მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის ყველა ტაძრის სასულიერო პირი და მრევლი ესწრებოდა. პარაკლისის შემდეგ  ბალდის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, ათინოგენმა ტაძაში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა. მან მადლობა გადაუხადა მრევლს პეტრე ცაავას მხარდაჭერისათვის.

„მადლობა ღმერთს, რომ მეუფე პეტრე წინ უძღვის ამ ყველაფერს და არ კარგავს ქრისტეს სიყვარულს. მადლობა, რომ დღეს აქ ხართ, ღმერთმა დაგლოცოთ. ეს განსაცდელია. მადლობა ღმერთს ამ განსაცდელისთვის. თითოეული ჩვენგანის სულიერება, სიწმინდე და შინაგანი მდგომარეობა დღეს სახეზე იქნება. ჩვენი მეუფე განსაცდელსა შინა დგას. მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ თითოეული თქვენთაგანი აქ ხართ და ლოცვით შეეწევით. მეუფე პეტრე ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს. ვუსურვებ რომ ეს ყოველივე ბოლომდე მიიყვანოს. მისი დაწყებული სიმართლის თქმა არ შეჩერდეს. ბოლომდე მივიდეს და კეთილად დაამთავროს“,- განაცხადა არქიმანდრიტმა.

მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ელოდებიან და ღამისთევას აპირებენ.

საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს. ამასთან, წმინდა სინოდმა მეუფე იაკობი გააფრთხილა. ასევე, წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.