2019 წლის მარტში საქართველოში, უცხო ქვეყნებიდან, ფულადი გზავნილების სახით 138.4 მლნ დოლარი (371.4 მლნ ლარი) შემოვიდა. ეს მაჩვენებელი 4.5 პროცენტით (5.9 მლნ აშშ დოლარით) აღემატება 2018 წლის მარტის ანალოგიურ მონაცემებს.
ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, მარტში, ფულადი გზავნილების სტატისტიკაში პირველ ადგილზე რუსეთია. ამ ქვეყნიდან 35 მილიონი დოლარი შემოვიდა, შემდეგია იტალია – 19 მილიონი დოლარი, საბერძნეთი – 16 მილიონი დოლარი, აშშ – 15 მილიონი დოლარი და მეხუთე ადგილზეა ისრაელი 13 მილიონი დოლარით.
ამასთანავე, 2019 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.5 მლნ აშშ დოლარი (49.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, 2,5 მილიონი დოლარით ნაკლები 2018 წლის მარტთან შედარებით.