საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კანტის აკადემიის 150 მოსწავლე და მასწავლებლები ეწვივნენ. სტუმრებს მართლწესრიგის ოფიცრებმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
შსს-ს ინფორმაციით, მართლწესრიგის ოფიცრები ახალგაზრდებს მართლწესრიგისა და დანაშაულის პრევენციის შესახებ ესაუბრნენ. მათ მოსწავლეებს საკუთარი ფუნქცია-მოვალეობები გააცნეს და სამართალდამცველთა საქმიანობის შესახებ სტუმრების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.
მართლწესრიგის ოფიცრებმა მოსწავლეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინსტიტუტის – „მართლწესრიგის ოფიცრის“ ლოგოს გამოსახულებიანი სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
შეხვედრა გაიმართა პროექტის – „საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გამყარება“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.