მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუს, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერი გასცა
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა.
ჰააგის სასამართლოს განცხდების თანახმად, ასევე გაცემულია ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერი.
ამასთან, სასამართლომ უარყო ისრაელის არგუმენტები იურისდიქციის შეუსაბამობის შესახებ. საერთაშორისო სასამართლოს განცხადებით, არსებობს „გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად“, რომ ნეთანიაჰუ და გალანტი ჩართული იყვნენ ქმედებებში, რომლებიც მისი იურისდიქციის ქვეშ სამხედრო დანაშაულებს წამოადგენს.
ისრაელი, რომელიც არ არის საერთაშორისო სასამართლოს წევრი, გამუდმებით უარყოფს სასამართლოს უფლებამოსილებას და აცხადებს, რომ პოლიტიკურად არის მიკერძოებული ისრაელის წინააღმდეგ.