მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ აზერბაიჯანს ლაჩინის დერეფანში თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა დაავალა
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ აზერბაიჯანს ლაჩინის დერეფანში თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა დაავალა. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა, ჯოან დონოჰიუმ გამოაცხადა.
„სასამართლოსადმი ხელმისაწვდომი ინფორმაცია მიანიშნებს, რომ ლაჩინის დერეფნის შეზღუდვამ შეაფერხა მთიან ყარაბაღში ჰოსპიტალიზებული ეთნიკურად და ეროვნებით სომეხი პირების ტრანსპორტირება სომხეთში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის. მტკიცებულებები ასევე მიუთითებს, რომ ადგილი ჰქონდა მთიან ყარაბაღში პირველადი საჭიროების საქონლის შეტანის დაბრკოლებებს, რამაც გამოიწვია საკვების, მედიკამენტებისა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მასალების დეფიციტი“, – განაცხადა გაერო-ს სასამართლოს მოსამართლემ.
ლაჩინის დერეფანი სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა. ის დეკემბრიდან ეკოაქტივისტების მიერ არის ბლოკირებული. აზერბაიჯანის ხელისუფლება ლაჩინის დერეფნის ბლოკადასთან ყველა სახის კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ აქტივისტები გამოხატავენ ლეგიტიმურ პროტესტს წიაღისეულის უკანონო მოპოვების წინააღმდეგ.