მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ პოლონეთისგან სადავო სასამართლო რეფორმის შეჩერება მოითხოვა
მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ პოლონეთისგან სადავო სასამართლო რეფორმის შეჩერება მოითხოვა. ამის შესახებ ნათქვამია სასამართლოს მიერ გამოცემულ დადგენილებაში. ამგვარად ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა ოქტომბერში გამოტანილი ვერდიქტი.
21 ნოემბერს პოლონეთის მმართველმა ნაციონალურ-კონსერვატიულმა პარტიამ „კანონი და სამართლიანობა“ წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც სადავო სასამართლო რეფორმაში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. კერძოდ, ახალი კანონპროექტის თანახმად, უქმდება პუნქტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წევრთა საპენსიო ასაკს 70-დან 65 წლამდე ამცირებდა.
ევროპული სასამართლოს მოთხოვნის შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლე, რომელიც რეფორმის გამო პენსიაზე იძულებით გავიდა, მოვალეობის შესრულებას დაუბრუნდება.
ევროპულმა სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია ევროკომისიის მოთხოვნა სასამართლო რეფორმის სადავო პუნქტის შეჩერების შესახებ მასში ცვლილებების ოფიციალურად შეტანამდე.
კანონი, რომლის თანახმადაც პოლონეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საპენსიო ასაკი შემცირდა და ისინი პენსიაზე გასვლა აიძულეს, ივლისში ამოქმედდა. ახალი კანონი პოლონეთის იუსტიციის მინისტრს ანიჭებს უფლებამოსილებას, გაათავისუფლოს და დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ სასამართლო რეფორმა პოლონეთის სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს ლახავს.