მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო - კატალონიის დაპატიმრებულ ლიდერ ორიოლ ჟუნკერასს, როგორც ევროპის პარლამენტის წევრს, იმუნიტეტის უფლება ჰქონდა
კატალონიის დაპატიმრებული ლიდერი ევროპის პარლამენტის წევრი იყო და შესაბამისად, იმუნიტეტის უფლება ჰქონდა, – ასეთი დასკვნა გააკეთა მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ.
ევროკავშირის სასამართლო ინსტიტუტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კატალონიის ლიდერს ევროპის პარლამენტში საკუთარი ადგილის დაკავება არ შეეძლო, მას უმინიტეტის გარანტიებით უნდა ესარგებლა.
საუბარია კატალონიის სეპარატისტული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერ, ორიოლ ჟუნკერასზე, რომელიც ესპანეთში 2017 წლის ნოემბერში, დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით გამართული რეფერენდუმის შემდეგ დააკავეს. მიმდინარე წლის ოქტომბერში მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ევროკავშირის სასამართლო ინსტიტუტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ ესპანეთის ხელისუფლებას ორიონ ჟუნკერასისთვის ხელის შეშლა სურდა, მას ევროპის სასამართლოსთის პოლიტიკოსის იმუნიტეტის მოხსნის თხოვნით უნდა მიემართა.