მარტინა ჩეპმენი - სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ წარადგინა მედიაწიგნიერების განვითარებისთვის წინგადადგმული ნაბიჯია
სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს კომუნკაციების ეროვნულმა კომისიამ წარადგინა, მედიაწიგნიერების განვითარებისთვის წინგადადგმული ნაბიჯია, – ამის შესახებ ბრიტანელმა ექსპერტმა მარტინა ჩეპმენმა განაცხადა.
სწორედ დამოუკიდებელ ბრიტანელ ექსპერტთან, მარტინა ჩეპმენთან ერთად შეიმუშავა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მედიაწიგნიერების პროექტის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით სამოქმედო გეგმა და სტრატეგია.
„სტრატეგია და ის სამოქმედო გეგმა, რომელიც კომისიამ წარმოადგინა, არის წინგადადგმული ნაბიჯი მედიაწიგნიერების განვითარებისთვის. სტრატეგია ოთხ ძირითად კომპონენტს მოიცავს და ძირითადად ეს არის – მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში, სხვადასხვა ტიპის ტრენინგებით, პროექტებითა და აქტივობებით. კომისია ძირითად მიზნად ისახავს, სხვადასხვა მხარის ჩართულობით სწორედ ის გეგმები განახორციელოს, რაც სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაშია გაწერილი“, – განაცხადა მარტინა ჩეპმენმა.
ბრიტანელმა ექსპერტმა მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზეც ისაუბრა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს მარტინა ჩეპმენთან ერთად, მედია მენეჯერებს, არასამთავრობო სექტორისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს პროექტ „მედია წიგნიერების“ სამოქმედო გეგმა და სტრატეგია გააცნო.