მარტინ ედეგორს „რეალში“ თამაში აღარ უნდა #1TVSPORT
მარტინ ედეგორს „რეალში“ თამაში აღარ უნდა #1TVSPORT

„რეალის“ ფეხბურთელს მარტინ ედეგორს ისევ მოუწევს მადრიდული კლუბის დატოვება.

ნორვეგიელმა ფეხბურთელმა დაიწყო ახალი კლუბის ძიება იმის მიუხედავად, რომ სრული ნდობა აქვს „რეალის“ ხელმძღვანელობისგან.

როგორც ESPN წერს, მადრიდული კლუბის ბოსები მზად არიან გამოეთხოვონ ედეგორს, თუ ის დაჟინებით მოითხოვს წასვლას. აღსანიშნავია, რომ „რეალი“ ნორვეგიელში 50 მილიონი ევროს მიღებას ვარაუდობს.

ასევე აღნიშნავენ, რომ მადრიდელთა ხელმძღვანელობა გამართავს მოლაპარაკებებს ედეგორთან, რათა ის დაიყოლიონ გუნდში დარჩენაზე.

შარშანდელი სეზონის მეორე ნახევარი სკანდინავიელმა „არსენალში“ ითამაშა. ედეგორის ანგარიშზე პრემიერლიგაში 14 მატჩი, ერთი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა იყო.