მარშალის ფონდის მკვლევარი - „ფიტჩის“ რეიტინგის ზრდა მიუთითებს, რომ საქართველო არის სტაბილურობის კუნძული
მარშალის ფონდის მკვლევარი - „ფიტჩის“ რეიტინგის ზრდა მიუთითებს, რომ საქართველო არის სტაბილურობის კუნძული

მიუხედავად რეგიონალური გამოწვევებისა, საქართველო არის კუნძული სტაბილურობისა და ეკონომიკური წინსვლის“, – აცხადებს მარშალის სახელობის ფონდის წარმომადგენელი ჯონათან კაცი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

Fitch-ის რეიტინგები მნიშვნელოვანია, რადგან ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის ძალისხმევას, გააძლიერონ ეკონომიკა, მიუხედავად რეგიონალური გამოწვევებისა. ჯონათან კაცის განმარტებით, „ფიტჩის“ (Fitch) რეიტინგის ზრდა არის უმნიშვნელოვანესი, განსაკუთრებით ამერიკული ბიზნესისთვის, რომელიც დაინტერესებულია ინვესტიციები განახორციელოს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

Fitch-ის რეიტინგები მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ის ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის ძალისხმევას, გააძლიერონ ეკონომიკა. ხაზს უსვამს იმას, რომ მიუხედავად რეგიონული და რუსეთის მხრიდან მომდინარე გამოწვევებისა, აგრეთვე თურქეთში არსებული ეკონომიკური სიძნელეებისა, საქართველო არის კუნძული სტაბილურობის, ეკონომიკური წინსვლის. ვფიქრობ, „ფიტჩის“ რეიტინგის ზრდა არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ეს გახლავთ სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ მიუხედავად რეგიონული გამოწვევებისა, საქართველო არის კარგი ადგილი ინვესტიციებისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამერიკული ბიზნესისთვის, რომელიც დაინტერესებულია ინვესტიციები განახორციელოს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და ეს რეიტინგი სწორედ ხაზს უსვამს არსებულ სტაბილურ გარემოს“, – აცხადებს მარშალის ფონდის წარმომადგენელი.

ჯონათან კაცი განმარტავს, რომ საქართველოს ბოლო წლებში აქვს მაღალი ბიზნესინდექსები, რაც აუმჯობესებს ქვეყნის იმიჯს. მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით აღნიშნული რეიტინგი ასევე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საუბარი მიდის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე.

„ამერიკისთვის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში აღნიშნული რეიტინგი ასევე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საუბარია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე. ვფიქრობ, რეიტინგში ზრდა გავლენას იქონიებს მთავრობის წარმომადგენლებზე აშშ-ში, ასევე საქართველოს ხელს შეუწყობს წინ წაიწიოს ამერიკასთან ეკონომიკური პარტნიორობის პროცესში. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა საქართველო-ამერიკის სავაჭრო თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა ჯონათან კაცმა.

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ (Fitch) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „ბიბი მინუსიდან“ „ბიბიმდე“ გაზარდა.