კაცების გიგანტური სლალომი ავსტრიელმა მარსელ ჰირშერიმა მოიგო. ორი ცდის ჯამში მას 2:18.04 ეყო და მიმდინარე ოლიმპიადაზე თავისი მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.
პიონჩანგი ავსტრიელი სპორტსმენისათვის მესამე ოლიმპიადაა. ვანკუვერში მან ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა (სლალომი – 5, გიგანტური სლალომი -4), სოჭში სლალომში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო პიონჩანგში კი უკვე მეორე ოქრო აქვს. პირველი ოქროს მედალი მან სათხილამურო ორჭიდში მოიპოვა.
გიგანტურ სლალომში მეორე ადგილზე ნორვეგიელი ჰენრიკ კრისტოფსენი გავიდა, ხოლო ბრინჯაო ფრანგმა ალექსის პინტურამ აიღო.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე