მაროშ შეფჩოვიჩი - სამივე ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ძალიან მკაფიო ნაბიჯები აქვს, რომლებიც დასაკმაყოფილებელია, ვფიქრობ, პოზიტიური შეფასებები იქნება იმ პროგრესზე, რომელსაც უკვე მიაღწიეს
ვფიქრობ, სამივე ქვეყანას და მათ შორის საქართველოს, ძალიან მკაფიო ნაბიჯები აქვს, რომლებიც დასაკმაყოფილებელია, დღეს იქნება ზეპირი მოხსენება, ვფიქრობ, ყველა ამ ქვეყნისთვის იქნება პოზიტიური შეფასებები იმ პროგრესთან დაკავშირებით, რომელსაც უკვე მიაღწიეს. ასევე, იქნება სფეროები, სადაც მეტი ძალისხმევის გაღებაა საჭირო, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერინსტიტუციონალურ ურთიერთობებსა და პერსპექტივებში, მაროშ შეფჩოვიჩმა განაცხადა.
როგორც მაროშ შეფჩოვიჩმა სტოკჰოლმში, ევროკავშირის ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის ძალისხმევაზეა დამოკიდებული.
„ჩვენ ვაპირებთ განვიხილოთ შემდგომი გაფართოებისთვის ახალი სტრატეგიული პრიორიტეტები, როგორ შეგვიძლია, მოვემზადოთ ახალი წევრების მისაღებად და რა უნდა გაკეთდეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანდიდატი ქვეყნები კარგად იყვნენ მომზადებული. ოლივერ ვარჰეი ჩვენ წარმოგვიდენს ზეპირ მოხსენებას სამი ქვეყნის – უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ. ვფიქრობ, ძალიან კარგი დისკუსია გვექნება ევროკავშირის წევრ კოლეგებთან ამ საკითხზე. ვფიქრობ, სამივე ქვეყანას და მათ შორის საქართველოს, ძალიან მკაფიო ნაბიჯები აქვს, რომლებიც დასაკმაყოფილებელია. დღეს იქნება ზეპირი მოხსენება. ვფიქრობ, ყველა ამ ქვეყნისთვის იქნება პოზიტიური შეფასებები იმ პროგრესთან დაკავშირებით, რომელსაც უკვე მიაღწიეს. ასევე, იქნება სფეროები, სადაც მეტი ძალისხმევის გაღებაა საჭირო. ჩვენ ამას პოლიტიკური წახალისების კუთხით ვუყურებთ. ეს კარგი ამბავია. ჩვენ ერთად ვმუშაობთ და პერსპექტივა ძალიან ნათელია – ეს ევროკავშირია. ეს დამოკიდებულია გაწევრიანების მსურველი ქვეყნების ძალისხმევაზე და ასევე ჩვენზე, როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ მათ, ექსპერტული თუ კარგი რჩევების თვალსაზრისით, ფინანსური მხარდაჭერით“, – განაცხადა შეფჩოვიჩმა.