მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 681-მდე გაიზარდა, დაშავებულია 2 501 მოქალაქე
მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 681-მდე გაიზარდა, დაშავებულია 2 501 მოქალაქე. ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამძებრო სამუშაოებში ჩაერთნენ სამაშველო ჯგუფები ესპანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და კატარიდან.
როგორც მედია წერს, მიწისძვრის ზონის დიდი ნაწილი ძნელად მისადგომ რაიონებშია და ხელისუფლებას არ გაუკეთებია ამ ტერიტორიაზე მცხოვრები დაკარგული ადამიანების აღწერა.
სტიქიამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ 300 000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა მარაკეშსა და მიმდებარე რაიონებში.
ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.