მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 800-ს გადააჭარბა
მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენიბამ 2 800-ს გადააჭარბა. დაშავებულია 2 562 მოქალაქე. ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამძებრო სამუშაოებში ჩაერთნენ სამაშველო ჯგუფები ესპანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და კატარიდან.
როგორც მედია წერს, მიწისძვრის ზონის დიდი ნაწილი ძნელად მისადგომ რაიონებშია და ხელისუფლებას არ გაუკეთებია ამ ტერიტორიაზე მცხოვრები დაკარგული ადამიანების აღწერა.
სტიქიამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მარაკეშსა და მიმდებარე რაიონებში დაზარალდა 300 000-ზე მეტი ადამიანი.
ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.