ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში დიდი არეულობები მოხდა მას შემდეგ, რაც მაროკოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა.
სააგენტო AFP-ის ინფორმაციით, დაახლოებით სამასამდე მაროკოელი ფანი ქუჩაში გავიდა ამ მოვლენის აღსანიშნავად. ისინი ზედმეტად აგრესულად იქცეოდნენ, გაძარცვეს რამდენიმე მაღაზია, დაწვეს მანქანები. საქმეში პოლიცია ჩაერია და შეტაკებისას 22 სამართალდამცავი დაშავდა.
ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა იან იამბონმა განაცხადა, რომ ამგვარი ქმედება დაუშვებელია და ინციდენტს აუცილებლად გამოიძიებენ.
მაროკოს ნაკრები 1998 წლის შემდეგ, პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, თან ამ გუნდმა შესარჩევის რეკორდი დაამყარა – არც ერთ მატჩში გოლი არ გაუშვია.