მაროკო და ტუნისი მუნდიალის რიგით 25-ე და 26-ე ფინალისტები გახდნენ
მაროკო და ტუნისი მუნდიალის რიგით 25-ე და 26-ე ფინალისტები გახდნენ

მაროკოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის  25-ე ფინალისტი გახდა. “ატლასის ლომებმა” აფრიკის შესარჩევი ტურნირის C ჯგუფში პირველი ადგილი მას შემდეგ გაინაღდეს, რაც სტუმრად 2:0 დაამარცხეს კოტ დ’ივუარი.

ანგარიში 25-ე წუთზე “ფენერბაჰჩეს” ფეხბურთელმა ნაბილ დირარმა გახსნა, ხუთ წუთში კი “იუვენტუსის” მცველმა მეჰდი ბენატიამ მეორე გაიტანა.

მაროკო 1998 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

აფრიკიდან ბოლო, მეხუთე ფინალისტი გახდა ტუნისი. ტუნისელებს ლიბიასთან შინ ფრეც (0:0) ეყოთ იმისთვის, რომ მოეგოთ A ჯგუფი და გაენაღდებინათ მუნდიალზე თამაში.


ასე რომ, ცნობილია მსოფლიოს ჩემპიონატის 32 ფინალისტიდან 26:


1. რუსეთი (მასპინძელი)
2. ბელგია (პირველი ადგილი ევროპის შესარჩევის H ჯგუფში)
3. ირანი (პირველი ადგილი აზიის შესარჩევის A ჯგუფში)
4. იაპონია (პირველი ადგილი აზიის შესარჩევის B ჯგუფში)
5. მექსიკა (პირველი ადგილი კონკაკაფ-ის შესარჩევ ჯგუფში)
6. ბრაზილია (პირველი ადგილი სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ჯგუფში)
7. სამხრეთ კორეა (მეორე ადგილი აზიის შესარჩევის A ჯგუფში)
8. საუდის არაბეთი (მეორე ადგილი აზიის შესარჩევის B ჯგუფში)
9. გერმანია (პირველი ადგილი ევროპის შესარჩევის C ჯგუფში)
10. ინგლისი (პირველი ადგილი ევროპის შესარჩევის F ჯგუფში)
11. ესპანეთი (პირველი ადგილი ევროპის შესარჩევის G ჯგუფში)
12. კოსტა რიკა (მეორე ადგილი კონკაკაფ-ის შესარჩევ ჯგუფში)
13. ნიგერია (პირველი ადგილი აფრიკის შესარჩევის B ჯგუფში)
14. პოლონეთი (პირველი ადგილი ევროპის შესარჩევის E ჯგუფში)
15. ეგვიპტე (პირველი ადგილი აფრიკის შესარჩევის E ჯგუფში)
16. სერბეთი (პირველი ადგილი ევროპის შესარჩევის D ჯგუფში)
17. ისლანდია (პირველი ადგილი ევროპის შესარჩევის I ჯგუფში)
18. საფრანგეთი (პირველი ადგილი ევროპის შესარჩევის A ჯგუფში)
19. პორტუგალია (პირველი ადგილი ევროპის შესარჩევის B ჯგუფში)
20. ურუგვაი (მეორე ადგილი სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ჯგუფში)
21. არგენტინა (მესამე ადგილი სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ჯგუფში)
22. კოლუმბია (მეოთხე ადგილი სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ჯგუფში)
23. პანამა (მესამე ადგილი კონკაკაფ-ის შესარჩევ ჯგუფში)
24. სენეგალი (პირველი ადგილი აფრიკის შესარჩევის D ჯგუფში)
25. მაროკო (პირველი ადგილი აფრიკის შესარჩევის C ჯგუფში)
26. ტუნისი (პირველი ადგილი აფრიკის შესარჩევის A ჯგუფში)