მარნეულში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით, 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.