მარნეულის რაიონის სოფელ ზემო სარალში მკვლელობა მოხდა. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლულია ორი ადამიანი, ასევე, დაჭრილია ორი პირი. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია მამა-შვილი, ხოლო დაჭრილი არიან დედა და მეორე შვილი.
გავრცელებული ცნობით, გვიან ღამით სახლში მოკლული ქალის ყოფილი მეუღლე შეიჭრა და შურისძიების მიზნით ესროლა.
ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.