მარნეულში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა რამადან ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს
მუსლიმური სამყარო რამადან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს, რომელიც ისლამის ორი დიდი დღესასწაულიდან ერთ-ერთია და მას წინ უძღვის მძიმე 30 დღიანი მარხვა.
დღესასწაული აღნიშნეს მარნეულში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა. ლოცვა მეჩეთებში რეკომენდაციების დაცვით, მკაცრი დისტანციით ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ მუსლიმური სამყარო დღეიდან, სამი დღის განმავლობაში, რამადან ბაირამის დღესასწაულს იზეიმებს. რამადან ბაირამი ერთთვიანი მარხვის შემდეგ აღინიშნება. მორწმუნეებს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ეკრძალებათ საკვებისა და წყლის მიღება. ბაირამის დღესასწაულზე ლოცვასთან ერთად მუსლიმები უხვად გასცემენ მოწყალებას, მოინახულებენ წინაპართა საფლავებს და ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან. ქართველი მუსლიმების ტრადიციით, ამ დღეს აუცილებლად მოსამზადებელი ტკბილეულია ჰალვა.