მარნეულში, კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
მარნეულში, კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ კორონავირუსზე გამოკვლეული ხუთივე პაციენტის შემთხვევაში უარყოფითი პასუხი მიიღეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკაში განუცხადეს.
მათივე თქმით, დღეს საეჭვო სიმპტომების მქონე კიდევ რამდენიმე პაციენტს აუღებენ ბიოლოგიურ მასალას. ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება და მათი პასუხები ხვალ, დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი.