მარნეულის მუნიციპალიტეტში კარდაკარის პრინციპით მოქალაქეების შემოწმება გრძელდება.
როგორც მარნეულის მერის მოადგილემ, ლაშა ლობჯანიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, 95 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე შემოწმებულია.
„მარნეულში კარანტინის გამოცხადების დღიდან აქტიურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. 95 000-ზე მეტი ადამიანი არის გამოკვლეული. მედიკოსებისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მიერ შექმნილია ჯგუფები, რომლებიც ყოველდღე კარდაკარ დადიან მოქალაქეებთან და ახდენენ მათ სამედიცინო გამოკვლევას. იმ შემთხვევაში, თუკი საეჭვო სიმპტომები აღენიშნება მოქალაქეს, გადაჰყავთ ის ჰოსპიტალში და მასთან კონტაქტში მყოფი ადამიანები ექცევიან მკაცრ თვითიზოლაციაში. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ორ დღეში მოვრჩებით მარნეულის მასშტაბით თერმოსკრინინგს და ვგეგმავთ, რომ გავიმეოროთ და ჩვენ მიერ შექმნილი ჯგუფები ისევ ივლიან ყოველდღიურ რეჟიმში შეამოწმებენ მოქალაქეებს“, – განაცხადა მარნეულის მერის მოადგილემ, ლაშა ლობჯანიძემ.