მარნეულში გამოკვლეული ექვსი პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკიდან გაგზავნილი ექვსივე ტესტის პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკაში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამ დროისთვის, „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი არ იმყოფება.
მარნეულის მუნიციპალიტეტი მკაცრ საკარანტინო ზონად 23 მარტს გამოცხადდა. მისი გახსნა 18 მაისს იგეგმება.