მარნეულში გამოკვლეული 20 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ოცივე ტესტის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკაში განუცხადეს.
ექიმების ინფორმაციით, გამოკვლეული 20 პირიდან ორი პაციენტი იყო საეჭვო სიმპტომების მქონე, 18 კი, „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკის თანამშრომელი.
პარალელურად გრძელდება საჯარო სივრცეებში მომუშავე პირების „პისიარ“ კვლევა. დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან 525 პირის ტესტის პასუხებს ელოდებიან.