მარნეულში ბოლო ორ დღეში გამოკვლეული 926 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
მარნეულის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში ბოლო ორ დღეში გაგზავნილი 926-ვე ტესტის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა განუცხადა.
მუნიციპალიტეტის ჯანდაცვაში აცხადებენ, რომ საჯარო სამსახურის თანამშრომლებისთვის პისიარკვლევა დასრულდა.
რაც შეეხება „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკას, დღეს საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი არ შესულა. შესაბამისად, კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღეს ნიმუშები არ გაგზავნილა.