მარნეულში, „ავერსის“ კლინიკაში H1N1 ვირუსით 59 წლის მამაკაცი მოათავსეს
მარნეულში, „ავერსის“ კლინიკაში გრიპის სიმპტომებით 59 წლის მამაკაცი მოათავსეს.
როგორც ექიმები ამბობენ, მისი მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში, ბოქსირებულ პალატაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ექიმების განმარტებით, ლაბორატორიულად დადატურდა H1N1 ვირუსი.
ამასთან, როგორც პირველ არხს განუცხადეს, კლინიკაში H1N1 ვირუსით 39 წლის ქალბატონიც მოათავსეს, რომელიც ასევე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.