მარნეულში აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს [ვიდეო-ფოტო]

მარნეულისა და სოფელ შულავერის დამაკავშირებელი გზა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ გადაკეტა.

ისინი მკაცრი კარანტინის რეჟიმს აპროტესტებენ, რომელიც რეგიონშია შემოღებული. მათი თქმით, შეზღუდვების გამო, პროდუქციის შესაბამის ფასად რეალიზაციას ვერ ახერხებენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „მიშა, მიშა“.

ადგილზე იმყოფება „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ახმედ იმამკულიევი. ის აცხადებს, რომ შეკრების ორგანიზატორი არ არის და ვინ მოახდინა აქციის ორგანიზება, არ იცის.

აქციაზე ასევე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აზერ სულეიმანოვიც.

ადგილზე მივიდნენ მარნეულის მერი ზაურ დარგალი და ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი. რეხვიაშვილმა აქციას პოლიტიკურად მართული პროცესი უწოდა.