მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა, რომელიც 2 000 გულშემატკივარზეა გათვლილი.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტადიონის კომპლექსი მოიცავს უეფა-ს სტანდარტებით (II კატეგორია) გათვალისწინებულ აუცილებელ ყველა სივრცეს.
„სტადიონი აღჭურვილია თანამედროვე სახანძრო სისტემით და სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ახალი სტადიონის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8.2 მილიონი ლარით დაფინანსდა“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.