მარნეულის მუნიციპალიტეტში აღებული 303 ტესტიდან ყველა უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლებისთვის, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ მოქალაქეებთან და რისკჯგუფში შედიან, პისიარტესტირება გუშინ დაიწყო და სავარაუდოდ დღესაც გაგრძელდება.
რაც შეეხება მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკას, აქ სულ ხუთ ადამიანს აუღეს ბიოლოგიური მასალა, ნიმუშები ასევე ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და ტესტების პასუხებს დღის განმავლობაში ელოდებიან.