მარნეულში 30-წლამდე მამაკაცი მატარებლის დაჯახების შედეგად დაიღუპა.
წინასწარი ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი რკინიგზის ლიანდაგებზე იჯდა და მატარებლის მემანქანის ხმოვანი სიგნალის მიუხედავად, ლიანდაგებიდან არ გადავიდა.
ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.