მარნეულში, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, დაღუპული 17 წლისაა და სავარაუდოდ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ახალგაზრდა გამთენიისას, ეზოში ჩამომხრჩვალი ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან წერილიც დატოვა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.