საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციას სრულად უზრუნველყოფს პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პრემიერის აპარატის და მთავრობის სახელით ამ მიმართულებას დღეს კურირებს ბატონი სოზარ სუბარი, რომელიც ასევე შეასრულებს კოორდინაციის ფუნქციასაც“, – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობა მარნეულსა და ბოლნისში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს აწესებს.