მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან თავდაცვის ძალები სპეციალურ გამშვებ პუნქტებს მოაწყობს და დაიცავს
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან თავდაცვის ძალები სპეციალურ გამშვებ პუნქტებს მოაწყობს და დაიცავს

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ერთვება.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრული კოორდინაციით, თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან მოაწყობს და დაიცავს სპეციალურ გამშვებ პუნქტებს.