მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის საქმის არსებითი განხილვა ნაწილობრივ დაიხურა.
მთავარი მოწმის დაკითხვა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, მხოლოდ ადვოკატების და ბრალდების მხარის თანდასწრებით მიმდინარეობს.
პროცესის დაწყებისთანავე ბრალდების მხარემ იმ მოტივით, რომ არსებობდა მთავარ მოწმესა და მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლის საფრთხე, დააყენა შუამდგომლობა სხდომის ნაწილობრივ დახურვის შესახებ.
დაცვის მხარე კი განმარტავდა, რომ პროკურატურას არ აქვს არანაირი სამართლებრივი საფუძველი და ბრალდებულს სურს, მოწმის კომფორტულ გარემოში დაკითხვა.
საბოლოოდ მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები და სხდომა ნაწილობრივ დახურა.
მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ მარნეულის ყოფილ მერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმე თემურ აბაზოვის მიმართ საქართველოს სსკ-ის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 25, 157.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით არის აღძრული, ხოლო ამავე საქმეზე, ა. ალახვერდიევის, ა.სულეიმანოვის და ე. გულიევის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1.1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არის აღძრული.