მარნეულის შესასვლელთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან სამხედროებიც.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ტერიტორიაზე გადაადგილება მკაცრად კონტროლდება.
ტერიტორიაზე გაშლილია კარავი.
სპეციალური აღჭურვილობით ყველა მანქანას უკეთებენ დეზინფექციას და დისტანციური თერმომეტრით მგზავრებს ტემპერატურას უმოწმებენ.
მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.
აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.