მარნეულის სასწრაფო დახმარების რვა თანამშრომელს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა
მარნეულის სასწრაფო დახმარების რვა თანამშრომელს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა

მარნეულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რვა თანამშრომელს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველს პირველ არხს მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიაში მარნეულიდან სულ 64 ნიმუში იყო გაგზავნილი.

რვა დადასტურებული შემთხვევიდან ყველა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელია. აქედან ხუთი მარნეულის მკვიდრია, სამი კი სხვა მუნიციპალიტეტის, თუმცა ისინი მარნეულში მუშაობდნენ.

რვავე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მათ დღეს თბილისის სპეციალიზებულ კლინიკებში გადაიყვანენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“ გუშინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მენეჯერს დაუდასტურდა.