მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს.
კომისია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე შესულ 24 საჩივარს განიხილავს.
სხდომა დაწყებიდან 10 წუთში პროტესტის ნიშნად დატოვეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის განმარტებით, მას სხდომაზე დარღვევების შესახებ განცხადების გაკეთების საშუალება არ მიეცა. ამასთან, მათივე შეფასებით, სხდომა ფორმალურ ხასიათს ატარებს და მასში მონაწილეობა არ სურთ.
კომისია ამ დროისთვის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივრებზე მსჯელობს.