მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრებს განიხილავს
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრებს განიხილავს

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში 19 მაისს შუალედურ არჩევნებზე შესული საჩივრების განხილვა დაიწყო.

ოლქში სულ 41 საჩივარი შევიდა, რომელთა უმრავლესობა ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“ ეკუთვნის.

საოლქოს თავმჯდომარის, იაკობ ასანიძის განმარტებით, საჩივრები ტექნიკური შინაარსისაა და საერთო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს.