მარნეულის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო კამპანია სპეციალური ხმოვანი ავტომობილებით დაიწყო
მარნეულის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო კამპანია სპეციალური ხმოვანი ავტომობილებით დაიწყო

მარნეულის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო კამპანია სპეციალური ხმოვანი ავტომობილებით დაიწყო.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ქალაქის ქუჩებში და მარნეულის სოფლებში მთელი დღის განმავლობაში მოძრაობს მანქანები, რომლებზეც დინამიკებია დამონტაჟებული და განცხადება კეთდება სამ ენაზე – ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

განცხადებით ადგილობრივ მოსახლეობას ატყობინებენ, რომ მარნეული მკაცრ საკარანტინე ზონად გამოცხადდა და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ, ტემპერატურის ქონის შემთხვევაში კი საავადმყოფოში მისვლისკენ მოუწოდებენ.