მარნეულის მუნიციპალიტეტში ერთ პირს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ახალი შემთხვევა ე.წ. სასწრაფოს კლასტერს უკავშირდება.
ის დაინფიცირებულის კონტაქტია. მარნეულის მერიაში ამბობენ, რომ პირი, რომელსაც დღეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და კონტაქტში არავისთან ყოფილა.
მარნეულის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ 20 ნიმუში იყო გაგზავნილი, პასუხები დღეს გახდა ცნობილი. 19 ტესტის პასუხი უარყოფითია.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 695 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 425 პაციენტი გამოჯანმრთელდა.