მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება.
მარნეულის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორსართულიანი საბავშვო ბაღი ოთხ ჯგუფზე იქნება გათვლილი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის.
მათივე ინფორმაციით, ბაღის შენობა-ნაგებობისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე განთავსებულია მე–2 მსოფლიო ომის ვეტერანთა და აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული მებრძოლის ზაზა ბოჭოიძის მემორიალი, პროექტით გათვალისწინებულია მისი ადგილმდებარეობის შეცვლა, კერძოდ კი მემორიალი განთავსდება საბავშო ბაღის გარე პერიმეტრზე.
ბაღის მშენებლობისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულია 686 000 ლარი. ამჟამად უკვე დასრულდა ტენდერი სამშენებლო სამუშაობზე, რომლის შემდგომაც გაფორმდება ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან.