მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში კორონავირუსის ერთი ახალი ფაქტი გამოვლინდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში ერთ პირს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, სოფელ მარადისში გამოვლენილი ახალი შემთხვევა არის უკვე დადასტურებული შემთხვევების ოჯახის წევრი.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში მცხოვრები ყველა ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფება.