მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასთან აქცია გაიმართა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასთან აქცია გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასთან სოფელ ქვემო ქესალოს მოსახლეობის საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათ სასმელი და სარწყავი წყალი არ მიეწოდება.

აქციის მონაწილეების დისტანცირებას პოლიცია უზრუნველყოფდა.

პროტესტს გამოეხმაურა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიც. ზაურ დარგალის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ შეიტყო, რომ სოფელში პრობლემა არსებობდა. ზაურ დარგალის ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფლის 70-ვე ოჯახი სასმელი წყლით უზრუნველყოფილია. სარწყავი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით კი, მუშაობა უკვე მიმდინარეობს.