მარნეულის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში გამოკვლეული 280-მდე ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
მარნეულის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი 437 ტესტიდან 150-მდე პირის ანალიზი ისევ კვლევაშია, 280-მდე ნიმუშის პასუხი კი კორონავირუსზე უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ადგილობრივ ჯანდაცვაში განუცხადეს.
ამასთან, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში ერთი პაციენტის ბიოლოგიური მასალაა გაგზავნილი. ტესტის პასუხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
პარალელურად, გრძელდება საჯარო სივრცეებში მომუშავე პირების „პისიარ“ კვლევა, ასევე ე.წ. სასწრაფოს კლასტერის კონტაქტებისთვის ანალიზების აღება.