მარნეულის მუნიციპალიტეტიდან დღეს 20 პირის ბიოლოგიური მასალა აიღეს, პასუხები ხვალ გახდება ცნობილი
მარნეულის მუნიციპალიტეტიდან დღეს 20 პირის ბიოლოგიური მასალა აიღეს.
ნიმუშები უკვე გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. ტესტების პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.
როგორც საქართველოს პირველ არხს მარნეულის საზოგადოებრივ ჯანდაცვაში განუცხადეს, ამ 20 ადამიანიდან რვა ე.წ. სასწრაფოს კლასტერის კონტაქტია. 12 პირი კი, ვისაც ნიმუშები აუღეს, კარანტინში იმყოფება.