მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში ორ პაციენტს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
როგორც კლინიკის წარმომადგენლებმა საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ორივე პაციენტი თეთრიწყაროდან არის.
ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ორივე პაციენტს კატასტროფის ბრიგადები თბილისის სპეციალიზებულ კლინიკებში გადაიყვანენ.
„ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ დღის განმავლობაში საეჭვო სიმპტომების მქონე ხუთი პაციენტის ნიმუშები იყო გაგზავნილი. სამი ტესტის პასუხი უარყოფითია.