მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსში“ სამი ტესტიდან ორზე უარყოფითი პასუხი მიიღეს, მესამე პაციენტს კი კვლევას ხელახლა ჩაუტარებენ
მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი სამი ტესტიდან ორი უარყოფითია, მესამე პაციენტს კი ტესტს ხელახლა აუღებენ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის წარმომადგენლებმა განუცხადეს.
როგორც კლინიკაში განმარტავენ, აღნიშნულ პირზე საეჭვო პასუხი მოვიდა და განმეორებით კვლევას საჭიროებს.
ამასთან, დღეიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში საჯარო სივრცეში მომუშავე პირების ტესტირება იწყება. ტესტები მუნიციპალიტეტის ცხელების ცენტრში – „ჯეოჰოსპიტალსში“ გაკეთდება.