მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსში“ მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში ერთ პაციენტს „კოვიდ 19“ დაუდასტურდა.
როგორც კლინიკის ექიმებმა საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, პაციენტი თეთრიწყაროს რაიონიდან არის და მარნეულის „ჯეოჰოსპიტალში“ მკურნალობდა.
ექიმების თქმით, ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
გუშინ მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში შვიდ პაციენტს აუღეს ბიოლოგიური მასალა. ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა.
ამ დროისათვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 132 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.